თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რ-ნის სკოლების სამოქალაქო კლუბებმა ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში ჩამოყალიბებული სამოქალაქო პროექტი განახორციელეს

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის თბილისი რეგიონის ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სკოლებმა (მთიები, მარჯი, #2, #4, #166, #147, #22, # 130, #116, #169 #100)  ბავშვთა უფლებების თემატიკაზე შეიმუშავეს პროექტი „ბავშვები ბავშვებისთვის“, რომელიც ითვალისწინებდა #166 საჯარო სკოლის ეზოს დასუფთავებას. პროექტის მიზანი იყო #166 სკოლის მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალისათვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს უზრუნველყოფა. პროექტის მხარდაჭერისათვის  კლუბის წევრებმა მიმართეს დიდუბის რაიონის გამგებელს, რომელმაც უშუამდგომლა მოსწავლეებს „თბილსერვის ჯგუფთან“. დასუფთავების აქცია გაიმართა 18-19 მაისს და მასში ჩართული იყო 25 მოსწავლე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ზემოაღნიშნული სკოლებიდან. პროექტში მონაწილობა მიიღეს თბილისის #126, #181, #90 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმაც (10 მოსწავლე).  დასუფთავების აქციაში ბავშვებს ეხმარებოდნენ #166 სკოლის დირექციის წარმომადგენლები. „თბილსერვის ჯგუფის თანამშრომელებმა ჩაატარეს ტერიტორიის წინასწარი დათვალიერება, რის შემდეგაც უზრუნველყვეს მძიმე ტექნიკა (სატვირთო სპეციალიზირებული მანქანა) და  სკოლის ეზოდან გაიტანეს ორდღიანი დასუფთავების აქციის შედეგად მოგროვილი ბალახი, ნერგები და საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

This slideshow requires JavaScript.

 

თბილისის #16 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა საქველმოქმედო პროექტი განახორციელეს

ამა წლის მაისში თბილისის #16 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა “მომავალი თაობა” დაგეგემა და განახორციელა სამოქალაქო ინიციატივა “გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე ლეიკემით დავადებულ ბავშვებს”. მოსწავლეები წინასწარ დაუკავშირდნენე სისხლის ბანკს და მიაწოდეს ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიების შესახებ. კლუბის წევრებმა (10 მოსწავლე) კარდაკარ იარეს და შეაგროვეს სისხლის დონორობის მსურველთა სია. 17 მარტს სისხლის ბანკის თანამშრომლები ეწვივნენ შესაფერისი აპარატურით #16 სკოლას და ჩატარდა სისხლის ჩაბარების პროცედურა. სისხლი ჩააბარა 19 მსურველმა. შეგროვდა 7600 მგ სისხლი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის. ამ პროექტში აქტიური მონაწილეობა მიიღო #16 სკოლის დირექტორმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა. სისხლის ბანკის თანამშრომლებმა დონორებისათვის მოიტანეს გამაგრილებელი სასმელი და შოკოლადი. კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ ეს აქცია ტრადიციად იქცევა და სხვა კლუბების აქტიურად განახორციელებენ ასეთ ინიციატივებს.

This slideshow requires JavaScript.